Sunday, April 3, 2011

Saturday, April 2, 2011

ჩემი პროფესია ჩემი ბიზნესია

თემა: ჩემი პროფესია ჩემი ბიზნესია.

პროექტის მოკლე აღწერა: მუდმივი ცვლილებები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. მოსახლეობის რაოდენობის ასაკობრივი სტრუქტურისა და განახლების ცვლილებები ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საქმიანი ურთიერთობების პრაქტიკის განახლება, მოსახლეობის გემოვნებისა და მოთხოვნილებების ცვლილებები მუდმივ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და შრომის ბაზარზე.
ბავშვობიდან მოყოლებული მუდმივად ვფიქრობთ ჩვენს მომავალ პროფესიაზე, რომლის წყალობითაც ხშირად ოცნების კოშკებს ვაგებთ. წამოვიზრდებით და უკვე ბიზნესმენობა გვინდა. იგი ჩვენთვის ასოცირდება, როგორც ბევრი ფული, დასვენება, სურვილების შესრულება, უზრუნველი ცხოვრება და ა.შ. ყველაფერი საუკეთესო.
მალე სკოლას დავამთავრებთ, რაც ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. ამ ეტაპზე ოცნება ,,ჩემი პროფესია" აღარ გამოგვადგება, სერიოზულად უნდა დავგეგმოთ, გავითვალისწინოთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მიმართულება, პერსპექტივები და ისე გადავწყვიტოთ რომელ პროფესიას დავეუფლო, რა მიმართულებით წავიდეთ ცხოვრებაში.
დღეს, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროფესიად შეიძლება ავირჩიოთ საინჟინრო ფაკულტეტის ერთ-ერთი სპეციალობა. მაგ. ,,არქიტექტურა და დიზაინი".

თუ კი საწყისი ფინანსური ხელშეწყობა გვექნება ამ პროფესიის ადამიანს ბიზნესის წამოწყება არ გაუჭირდება.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია ბავშვების მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისაგან ინტერვიუს აღება და შესასრულებელ პროექტში ჩადება, განხილვა, თავიანთ შესაძლებლობებზე დაფიქრება, პარალელების გავლება არჩეულ, ადრე ნაფიქრ პროფესიასა და კონკრეტული პიროვნების მიერ აღწერილ, პრაქტიკაში გამოყენებულ პროფესიას შორის. მათი წარმატებები მოსწავლეებს გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში.
მონაწილეთა ასაკი/კლასი:16,17 წელი. XI კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2011 წლის აპრილი, მაისი, ივნისი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება, კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, მასალების განთავსება ბლოგში, ისტ-ის გამოყენება,
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები განიხილავენ და ცხოვრებისეულ მაგალითად მიიღებენ რესპოდენტთა წარმატებებს, წინაღობებს, მათ პრაქტიკულ გამოცდილებებს, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებთ სამომავლო პროფესიის არჩევას.
პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: რესპოდენტები, კალამი, რვეული, კომპიუტერი ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა: 1)  მოსწავლეები უკვე არჩეულ ან სავარაუდო პროფესიას წერენ და გაგმარტავენ, რატომ აირჩიეს ან რას ელიან მისგან.
2) არჩეული პროფესიის შესახებ იძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში, პრესაში, წიგნებში, და ა.შ.
3) მიდიან რასპოდენტთან და იღებენ ინტერვიუს.
4) კონსულტაციები  მათთვის საინტერესო საგნის პედაგოგებთან.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლიანა თედიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: liatediashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nerseekonomika.blogspot.com